Leave a comment

მწვანე ბარათის გათამაშება DV-2019 ჩატარდება

მწვანე ბარათიამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ლატარიის გათამაშების თარიღი და ჩატარების წესები. ლატარიაში მონაწილეობის მიღება შეგიძლიათ 2017 წლის 3 ოქტომბრიდან, 2017 წლის 7 ნოემბრის ჩათვლით. გათამაშების შედეგებს გაიგებთ 2018 წლის 1 მაისს.
წელს მწვანე ბარათის გათამაშებაში ვერ მიიღებს მონაწილეობას შემდეგი ქვეყნები: ბანგლადეში, ბრაზილია, კანადა, ჩინეთი, კოლუმბია, დომინიკის რესპუბლიკა, ელ-სალვადორი, ჰაიტი, ინდოეთი, იამაიკა, მექსიკა, ნიგერია, პაკისტანი, პერუ, ფილიპინები, სამხრეთ კორეა, ინგლისი (ჩრდილოეთ ირლანდიის ჩათვლით) და ვიეტნამი.

 

Advertisements
Leave a comment

უქმდება თუ არა მწვანე ბარათის გათამაშება?

მწვანე ბარათის გათამაშება

ბოლო პერიოდში, საუბრობენ მწვანე ბარათის გაუქმებასთან დაკავშირებით. ეს მოსაზრებები გამოიწვია აშშ-ის პრეზიდენტის ახალმა კანონპროექტმა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ტრამპის პროექტი არა გაუქმებას, არამედ მწვანე ბარათის გათამაშების  წესების ცვლილებას ითვალისწინებს.
ახალი კანონპროექტის თანახმად, აშშ-ში ცხოვრების უფლების მიღების უფრო მეტი შანსი ექნებათ იმ მიგრანტებს, რომლებმაც ინგლისური ენა იციან, შეუძლიათ საკუთარი თავისა და ოჯახის ფინანსურად უზრუნველყოფა, ფლობენ ისეთ პროფესიულ უნარებს, რომლებიც აშშ-ის ეკონომიკას გამოადგება.
კანონპროექტს დონალდ ტრამპმა ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში იმიგრაციული სისტემის ყველაზე დიდი რეფორმა უწოდა.
მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ კანონპროექტია და მას არავითარ ძალა არ გააჩნია სანამ არ დამტკიცდება, თუმცა ეს როდის მხოდება უცნობია.

Leave a comment

როგორი უნდა იყოს მწვანე ბარათის ფოტო

ფოტოგამოსახულება უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კომპოზიციურ და ტექნიკურ მოთხოვნებს და შეიძლება იყოს მიღებული ქვემოთ მოცემული ერთ-ერთი საშუალებით:

ინსტრუქციები ციფრული ფოტოსურათის (გამოსახულების) წარმოდგენისათვის Continue Reading »

Leave a comment

რა საფრთხეს შეიცავს მწვანე ბარათის შევსება შუამავალი კომპანიის დახმარებით

მწვანე ბარათი

აშშ-ს მწვანე ბარათის ლატარიის  შევსება ბევრმა მოქალაქემ არ იცის, ზოგს ინტერნეტი არ აქვს, ზოგს კი ფოტოების ზუსტი პარამეტებში დამუშავება არ შუძლია, ამიტომ ამ მომხმარებლებს უწევთ შუამავალი კომპანიების მოძიება და აპლიკაციის შევსებაში დახმარება. Continue Reading »

Leave a comment

საიმიგრაციო ვიზები

საიმიგრაციო ვიზები

მნიშვნელოვანი ცვლილებები I-130 პეტიციის შეტანის თაობაზე 

2011 წლის 15 აგვისტოდან, უცხოეთში მცხოვრებ ამერიკის მოქალაქეებს, აღარ ექნებათ საშუალება შეიტანონ განაცხადი I-130 პეტიციაზე აშშ საელჩოს საკონსულოებში, გარდა იმ გამონაკლისისა როდესაც აშშ-ს საელჩოს ან საკონსულოს ტერიტორიაზე არსებობს  აშშ-ს მოქალაქეობის და იმიგრაციის მომსახურეობის ბიურო (USCIS). Continue Reading »

Leave a comment

აშშ-ს ვიზის გახანგრძლივება

ვიზის გახანგრძლივება

აშშ საელჩოს განცხადება საქართევლოს მოქალაქეებისთვის ამერიკის ვიზის მოქმედების ვადის გაზრდის შესახებ (4 მაისი, 2011)

საგარეო საქმეთა მინისტრმა და  აშშ-ს ელჩმა   გრიგოლ ვაშაძემ გააკეთეს განცხადება საქართელოს მოქალაქეებისთვის ამერიკის ვიზის მოქმედების ვადის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით. Continue Reading »

Leave a comment

ამერიკის ვიზა

ამერიკის ვიზა

სხვა ქვეყნის მსგავსად საქართველოს მოქალაქეებს ამერიკაში გასამგზავრებლად ესაჭიროებათ ვიზა. არასაიმიგრაციო ვიზები განკუთვნილია აშშ-ს ფარგლებს გარეთ მუდმივი მაცხოვრებლებისთვის, რომელებსაც სურთ ამერიკაში დროებით გამგზავრება ტურისტული, საქმიანი, დროებითი სამუშაოს, სასწავლო მიზნით  ან სამკურნალდ . Continue Reading »