დატოვე კომენტარი

ამერიკის ვიზა

ამერიკის ვიზა

სხვა ქვეყნის მსგავსად საქართველოს მოქალაქეებს ამერიკაში გასამგზავრებლად ესაჭიროებათ ვიზა. არასაიმიგრაციო ვიზები განკუთვნილია აშშ-ს ფარგლებს გარეთ მუდმივი მაცხოვრებლებისთვის, რომელებსაც სურთ ამერიკაში დროებით გამგზავრება ტურისტული, საქმიანი, დროებითი სამუშაოს, სასწავლო მიზნით  ან სამკურნალდ .

აშშ-ს კანონმდებლობის მიხედვით არასაიმიგრაციო ვიზის მსურველმება უნდა დაადასტუროს, რომ არ აპირებს აშშ-ში იმიგრაციას. აშშ-ს საელჩოებში და საკონსულო განყოფილებებში საკონსულო ოფიცრები თითოეული საქმის განხილვის შედეგად იღებენ გადაწყვეტილებას აკმაყოფილებს თუ არა ვიზის მსურველი ვიზის მოთხოვნებს.

ცალკეული საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე, ერთი და იმავე ვიზის კატეგორიაზე განაცხადის შემოტანისას ვიზის მსურველებს სხვადასხვა შეკითხვებზე უწევთ პასუხების გაცემა.  გაითვალისწინეთ, რომ თბილისში მოქმედ აშშ-ს საკონსულოში საბუთების წარდგენა არა არის სავალდებულო, არასაიმიგარციო სავიზო საქმეთა უმრავლეს შემთხვევებში (დამხმარე საბუთების წარდგენა მოეთხოვებათ სტუდენტებს, გაცვლითი პროგრამის მონაწილეებს და სამკურნალოდ წამსვლელებს). აქედან გამომდინარე, საკონსულოს ოფიცერი როგორც წესი არ გადახედავს ხოლმე საბუთებს. საკონსულოს ოფიცერმა შესაძლებელია დამატებითი ინფორმაციის, ან საბუთების წარდგენა მოითხოვოს ცალკეული ვიზის მსურველის მდგომარეობის შეფასებიდან გამომდინარე. ჩვენს ვებ-გვერდზე მოცემულია საჭირო ინფორმაცია არასაიმიგრაციო ვიზის კატეგორიების და სავიზო განაცხადის შეტანის წესების თაობაზე.


საიმიგრაციო ვიზის მიღების უფლება აქვთ განსაზღვრული კატეგორიის პირებს. გარკვეული კატეგორიის ვიზის მსურველებს შეუძლიათ თვითონვე წარადგინონ ვიზაზე განაცხადი, ხოლო ყველა დანარჩენზე ვრცელდება წესი, რომლის მიხედვითაც ვიზის მსურველის სახელზე განაცხადის შეტანა უნდა მოხდეს ამ უკანასკნელის ნათესავის, ან პოტენციური დამსაქმებლის მიერ.

საკონსულო განყოფილების მისამართი:
ჯორჯ ბალანჩინის ქუჩა #11
თბილისი 0131

green card

გააკეთე კომენტარი