Leave a comment

აშშ-ს ვიზის გახანგრძლივება

ვიზის გახანგრძლივება

აშშ საელჩოს განცხადება საქართევლოს მოქალაქეებისთვის ამერიკის ვიზის მოქმედების ვადის გაზრდის შესახებ (4 მაისი, 2011)

საგარეო საქმეთა მინისტრმა და  აშშ-ს ელჩმა   გრიგოლ ვაშაძემ გააკეთეს განცხადება საქართელოს მოქალაქეებისთვის ამერიკის ვიზის მოქმედების ვადის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით. რადგან ამერიკის მოქალაქეები საქართველოში უვიზო რეჟიმით სარგებლობენ, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა მიიღო გადაწყველიტლება გაეხანგრძლივებინა ამერიკის ვიზის მოქმედების მაქსიმალური ვადა მრავალ კატეგორიაში. საქმიანი და ტურისტული  ვიზიტებისთვის საჭირო მრავალჯერადი ვიზების (B1/B2) მოქმედების ვადა, ასევე მეზღვაურთა მრავალჯერადი ვიზების (C1/D) მოქმედების ვადები გაიზრდება 12 თვიდან 120 თვემდე. მრავალჯერადი სარგებლობის A, F, G, H, J, L, M, O, P, Q, და ღ კატეგორიების ვიზების მოქმედების ვადა გაიზრდება 12 თვიდან 60 თვემდე. B, C და D კატეგორიის მრავალჯერადი სარგებლობის ვიზების მოქმედების ვადა არსებული 12 თვიდან 120 თვემდე გაიზრდება. დამატებითი ინფორმაციისთვის ზემოთ მოყვანილი არასაიმიგრაციო კატეგორიის ვიზების შესახებ იხილეთ საიტი: http://www.travel.state.gov/visa .

აღნიშნული კატეგორიების ვიზების მოქმედების ვადების გაზრდა ხელს შეუწყობს აშშ-სა და საქრთველოს შორის გახშირებულ მოძრაობას,  ვაჭრობის გაღრმავებას და  ტურიზმის, აგრეთვე საგანმანათლებლო და კულტურული გაცვლითი პროგრამების განვითარებას. ვიზის მოქმედების ვადების გაზრდის პირობებში ამერიკის ვიზის კვალიფიციურ მაძიებლებს საქართველოში არ მოუწევთ ყოველ წელიწადს განაცხადის შეტანა ვიზის მოთხოვნით.

არასაემიგრაციო ვიზების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის მიბრძანდით შემდეგ მისამართზე:

საკონსულო განყოფილების მისამართი:
ჯორჯ ბალანჩინის ქუჩა #11
თბილისი 0131

green card

გააკეთე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: