Leave a comment

როგორი უნდა იყოს მწვანე ბარათის ფოტო

ფოტოგამოსახულება უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კომპოზიციურ და ტექნიკურ მოთხოვნებს და შეიძლება იყოს მიღებული ქვემოთ მოცემული ერთ-ერთი საშუალებით:

ინსტრუქციები ციფრული ფოტოსურათის (გამოსახულების) წარმოდგენისათვის

  • შეიძლება გადაიღოთ ახალი ციფრული ფოტო
  • შეიძლება ფოტოსურათი ციფრული სკანერით შეიტანოთ კომპიუტერში

კომპოზიციური მოთხოვნები: წარმოდგენილი ციფრული გამოსახულება უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კომპოზიციურ მოთხოვნებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას მიეცემა დისკვალიფიკაცია:
თავის მდებარეობა

  • პიროვნება, რომელსაც სურათს უღებენ, პირდაპირ უნდა უყურებდეს კამერას.
  •  მისი თავი არ უნდა იყოს აწეული არც მაღლა, არც დაბლა და არ უნდა იყოს გადახრილი არც მარჯვნივ და არც მარცხნივ.
  • მისი თავი უნდა იკავებდეს ფოტოსურათის მთელი ფართის დაახლოებით 50 %.

ფონი

  •  პიროვნებას სურათი უნდა გადაუღონ ნეიტრალური, ღია ფერის ფონზე.
  •  მუქ ან მოხატულ ფონზე გადაღებული სურათი არ მიიღება.

ფოკუსი

  • ფოტოსურათი ფოკუსში უნდა იყოს.

დეკორატიული ნიშნები

  • არ მიიღება ისეთი ფოტოსურათები, სადაც პიროვნება გადაღებულია სათვალით ან უკეთია ისეთი საგნები, რომლებიც სახეს უფარავენ.

თავსაბურავები და ქუდები

  • მისაღებად ითვლება მხოლოდ რელიგიური დატვირთვის მქონე თავსაბურავით გადაღებული ფოტოსურათი, ისიც ისე უნდა იყოს გაკეთებული, რომ არ ფარავდეს განმცხადებლის სახის რომელიმე ნაწილს.
  • არ მიიღება ისეთი თავსაბურავით გადაღებული ფოტოები, რომელსაც არა აქვს რელიგიური დატვირთვა და არის რაიმე გვაროვნული ტომისა ან სხვა რაიმე სიმბოლიკის აღმნიშვნელი საფარი.
  •  არ მიიღება ისეთი ფოტოსურათები, სადაც განმცხადებელი გადაღებულია სამხედრო, საჰაერო ფლოტისა ან სხვა ორგანიზაციების თავსაბურავით.

ტექნიკური მახასიათებლები: წარმოდგენილი ციფრული ფოტოსურათი უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ მახასიათებლებს; წინააღმდეგ შემთხვევაში სისტემა ავტომატურად ამოაგდებს განაცხადის შევსებულ ფორმას და შეატყობინებს ამის შესახებ განმცხადებელს.

  •  ახალი ციფრული ფოტოსურათის გადაღება. თუ იღებთ ციფრულ ფოტოსურათს, იგი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ტექნიკურ მოთხოვნებს:
  • გამოსახულების (ფაილის) ფორმატი:

გამოსახულება გადაღებული უნდა იყოს ფორმატში (PEG).

  • გამოსახულების (ფაილის) ზომა:

გამოსახულების ფაილის მაქსიმალური ზომა უნდა იყოს 240 კილობაიტი (240 KB).

  • გამოსახულების გადაწყვეტილება:

600 პიქსელი სიმაღლით 600 პიქსელზე სიგანით

  •  გამოსახულების ფერის სიღრმე:

სურათი უნდა იყოს ფერადი (24 ბითიანი თითი პიქსელზე). 24-ბითიანი და 8-ბითიანი მახასიათბლის შავთეთრი სურათები არ იქნება მიღებული.

  • ფოტოსურათის სკანირება. სანამ ფოტოსურათის სკანირებას განახორციელებდეთ, იცოდეთ, რომ იგი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
  • ნაბეჭდი ფოტოსურათის ზომა: 2 ინჩი 2 ინჩზე (50 მმ ხ 50 მმ)
  • ნაბეჭდი ფოტოსურათის ფერი: მიიღება მხოლოდ ფერადი ფოტოსურათი.
  •  სკანერის გადაწყვეტილება: იგი უნდა იყოს 300 წერტილი ერთ ინჩზე (dpi).
  • გამოსახულების ფაილის ფორმატი: გამოსახულება შესრულებული უნდა იყოს PEG ფორმატში.
  •  გამოსახულების ფაილის ზომა: გამოსახულების ფაილის მაქსიმალური ზომა უნდა იყოს 240 კილობაითი.
  •  გამოსახულების გადაწყვეტილება: 600 პიქსელი 600 პიქსელზე.

green card

გააკეთე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: